среда, 30 марта 2016 г.

დღე-9


       დღეს დავასრულე პროექტის პორტფოლიოზე მუშაობა.ტრენერთან ერთად ვიმსჯელე პროექტის ჩვენების დადებით მხარეებზე და მივიღე უკუკავშირი როგორც ტრენერისგან,ასევე კოლეგებისგან.

       წარმოვადგინე,როგორც პროექტის გეგმა,ასევე დამხმარე მასალები.ეს იყო საპრეზენტაციო ჩვენება.

        თუ როგორ უნდა გამოვიყენო ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად,სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.

       ამ ტრენინგზე მოვახდინე საბოლოო შეფასება სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით,იმის შესახებ,თუ როგორ უნდა გამოვიყენო ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად,რათა მოსწავლეებს ჩამოვუყალიბო და ვასწავლო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები,კერძოდ:

  •  ინფორმაციის კლასიფიკაცია,ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებძე პასუხების გასაცემად.
  • ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება.ტრენინგი მნიშვნელოვანია ჩემთვის,რადგან ეს პროექტი სწორედ მოსწავლეზეა ორიენტირებული და აქ მიღებული ვოდნით სწორ ფასილიტაციას გავუწევ მოსწავლეებს.უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს-გვანცა სალიას და ვიმედოვნებ უფრო საინტერესო პროექტების ფასილიტაციას გაგვიწევს მომავალში.     

       

Комментариев нет:

Отправить комментарий