среда, 16 марта 2016 г.



დღე-5


    დღეს საკმაოდ პრაქტიკული და ნაყოფიერი დღე იყო,ვინაიდან გავეცანი:

  •  სასწავლო ნიმუშის შექმნას.
  • ინტერნეტის გამოყენებას სასწავლო მიზნებისათვის,კერძოდ სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.  

 ვიმუშავე    Powerpoint-ში მოსწავლის ნიმუშის შექმნაზე გავიაზრე თუ რამდენად დამეხმარება მოსწავლის ნაშრომის ნიმუშის შექმნა პროექტის ფარგლებში ჩემი მოლოდინების გამოკვეთასა და სასწავლო პროცესის დაგეგმვაში.

   მიღებული ცოდნით პროექტის გეგმაში, საჭიროებიდან გამომდინარე  შევიტან საჭირო ცვლილებებს.

   მოსწავლის პოზიციიდან დანახული სავარაუდო ნაშრომის შექმნა დამეხმარება, განვსაზღვრო, რამდენად შეეფერება პროექტის მოთხოვნები მოსწავლეების საჭიროებებსა და ინტერესებს.  ასევე,  გავარკვევ სწავლებისთვის საჭირო რესურსების ხელმისაწვდომობის საკითხს, განვსაზღვრავ შინაარსსა და აქტივობებს.
   მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი დამეხმარება:
  •  მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვების პასუხის გაცემაში.
  • უზრუნველყოს შერჩეული ტექნოლოგიური ინსტრუმენტები სწავლის გაძლიერებაში, პროდუქტიულობის გაზრდასა და შემოქმედებითობის წახალისებაში.                მადლობა ჩვენს ტრენერს საინტერესო დღისთვის.

Комментариев нет:

Отправить комментарий