пятница, 25 марта 2016 г.

დღე-8

     ამ ეტაპისთვის კარგად მაქვს განსაზღვრული  ჩემი სასწავლო პროექტის მიზნები, მაქვს შემუშავებული  შეფასების სტრატეგიები;     მოცემული მოდული კი დამეხმარება  ყურადღება მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიებზე გადავიტანო,რათა შევქმნა სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისათვის, ასევე, შევძლებ გამოვიყენო ტექნოლოგიები სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის.  ამავე მოდულის ფარგლებში, მე შევქმნი დოკუმენტს, პრეზენტაციას ან ვებრესურსს,რომელიც დამეხმარება თემის ფარგლებში სასწავლო პროექტის განხორციელების პროცედურების დაგეგმვაში. შევმნი მასალებს მოსწავლეების მიერ პროექტებზე მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისათვის.  მოდულიდან მიღებული ცოდნა დამეხმარება ტექნოლოგიების მეშვეობით ფასილიტაცია გავუწიო მოსწავლეებს,შევქმნა და ორგანიზება გავუკეთო რესურსებს,რათა სწორი მიმართულება მივცე მოსწავლეებს .   ვიმედოვნებ, მიღებული ცოდნა დამეხმარება სწორად წარვმართო გაკვეთილი სკაფოლდინგის პრინციპით, რათა მოსწავლეებმა შეძლონ სწავლის პროცესში თვითრეგულაცია .    ამავე მოდულით მივიღე  რეფლექსია ჩემს სასწავლო პროექტზე სრულად,რათა საბოლოო ცვლილებები შევიტანო მასში.
მადლობა ტრენინგის ორგანიზატორებს და ჩვენს ტრენერს-გვანცა სალიას.

Комментариев нет:

Отправить комментарий