среда, 23 марта 2016 г.

დღე-6



      მომეწონა დღევანდელი მოდული,,მოსწავლეთა პროექტების შეფასება",რომელიც დამეხმარება :
ჩემი შეფასების გეგმისთვის საჭირო იდეების მოკრებაში.
გამოვავლინე კომპონენტები,რომლებიც ასევე ხელს შეუწყობს მოსწავლის წარმატებას.
 გავიგე თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკუკავშირის გამოყენება.პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის შეფასების ფორმის შედგენა,რომელიც დამეხმარება შეფასების დანიშნულების განსაზღვრაში:

  • რა ცნებები,უნარ-ჩვევები და ცოდნის ფლობა უნდა შევაფასო?
  • როგორ უნდა შევაფასო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები?
  • 21-ე საუკუნის რომელ უნარ-ჩვევებს შევაფასებდი?
    გავეცანი პედაგოგიურ პრაქტიკას,მოსწავლეთა ჩართვას შეფასების პროცესში,ამით მათ განუვითარდებათ სწავლის პროცესის კონტროლის უნარის შეგრძნება და თავს წარმატებულ მოსწავლეებად იგრძნობენ.
    ჩავინიშნე ,თუ რა სიახლეებს შევიტან მოსწავლის სავარაუდო ნაშრომში,ვინაიდან შესაძლებელია მოსწავლეები იმავე სირთულეებს შეხვდნენ,რაც მე მქონდა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნის დროს.

    განვმეორდები და დიდ მადლობას გადავუხდიდი ტრენერს შინაარსიანი და პრაქტიკული ტრენინგისათვის

Комментариев нет:

Отправить комментарий