მე-4 დღე
დღეს განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმა და თუ როგორ გამოვიყენებ ამ მეთოდებს ჩემს თემაში.
დღეს განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმა და თუ როგორ გამოვიყენებ ამ მეთოდებს ჩემს თემაში.
შეფასების სტრატეგიების განხილვისას, გავიხსენეთ ინფორმაცია პროექტების შეფასების გვერდიდან, რათა გაგვიადვილდეს პასუხები შემდეგ შეკითხვებზე.
- რა არის შეფასების მიზანი?
- რა მეთოდებია მისაღები ამ მიზნის შესრულებისთვის?
- რომელი ინსტრუმენტია ყველაზე ეფექტური?
- როდის გამოვიყენებ შეფასების შერჩეულ მეთოდებსა და ინსტრუმენტებს?
- როგორ გამოვიყენებ მიღებულ შედეგებს?
შევადგენეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა ჩვენი თემის ფარგლებში,რომელიც გვაჩვენებს შეფასების
გამოყენებულ ფორმებს პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, პროექტის მსვლელობის
დროს და პროექტის დასრულების შემდეგ:
გავეცანით,თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით?
- როგორ გამოვიყენო ინტერნეტი სწავლის/სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად?
- როგორ უზრუნველვყო ინტერნეტის ადეკვატურად და პასუხისმგებლობით გამოყენება?
გავითვალისწინებ მიღებულ ცოდნას,რჩევებსა და მეთოდებს უკუკავშირისათვის,რომელიც შემოქმედებითი პროცესის აუცილებელი და მნიშვნელოვანი კომპონენტია.
მადლობა მინდა გამოვთქვა ტრენერის -გვანცა სალიას მიმართ,რომელიც ასე ღრმად და გასაგებად გვაწვდის მასალას.
Комментариев нет:
Отправить комментарий