მთავარი

მაქვს პედაგოგად მუშაობის 30 წლის გამოცდილება.
ვარ ჩართული მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემაში. მაქვს გამოცდილება როგორც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან, ასევე საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან მუშაობისა.
ჩემი პრაქტიკის განმავლობაში მივიღე საკმაო გამოცდილება და გამომიმუშავდა პროფესიული უნარები,  სწავლების პროცესშივე, პრაქტიკული მიზნებიდან გამომდინარე, მომიხდა ზემოთჩამოთვლილი განსხვავებული სასწავლო მასალების მომზადება და, აგრეთვე, ტესტირების სისტემის შემუშავება, რომელიც პიროვნების ენობრივ კომპეტენციას შეაფასებს ენის ფლობის ყველა (წერა, კითხვა, ლაპარაკი, მოსმენა; აგრეთვე, გრამატიკა-ლექსიკა და სოციოკულტურული კომპეტენცია) ასპექტების გათვალისწინებით. 
წლების განმავლობაში ტრენინგპროგრამებსა და სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროცესებში ჩართულობის წყალობით კარგად ვიცნობ  მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებებს, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს, ასევე სპეციალური საჭიროების მოსწავლეებთან მუშაობას.
ჩემი მუშაობის პერიოდში მაქვს გავლილი სხვადასხვა მომზადების ტრენინგები, როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული,ინტელის ძირითადი კურსი,ვიცნობ და ვიყენებ პროექტებით სწავლების მეთოდებს, ასევე ვახდენ გაკვეთილზე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირებას.მაქვს გავლილი დისტანციური სწავლების კურსები და სრულად ვფლობ დისტანციური სწავლების უნარ-ჩვევებს.
გარდა ამისა, ვამზადებ სილაბუსებს, მასალებს,ვქმნი რესურსებს და ჩემი პედაგოგიური მუშაობის დახვეწა-განახლებაზე დღემდე ვმუშაობ.

Комментариев нет:

Отправить комментарий