დღე-9
среда, 30 марта 2016 г.
пятница, 25 марта 2016 г.
დღე-8
ამ ეტაპისთვის კარგად მაქვს განსაზღვრული ჩემი სასწავლო პროექტის მიზნები, მაქვს შემუშავებული შეფასების სტრატეგიები; მოცემული მოდული კი დამეხმარება ყურადღება მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიებზე გადავიტანო,რათა შევქმნა სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისათვის, ასევე, შევძლებ გამოვიყენო ტექნოლოგიები სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის. ამავე მოდულის ფარგლებში, მე შევქმნი დოკუმენტს, პრეზენტაციას ან ვებრესურსს,რომელიც დამეხმარება თემის ფარგლებში სასწავლო პროექტის განხორციელების პროცედურების დაგეგმვაში. შევმნი მასალებს მოსწავლეების მიერ პროექტებზე მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისათვის. მოდულიდან მიღებული ცოდნა დამეხმარება ტექნოლოგიების მეშვეობით ფასილიტაცია გავუწიო მოსწავლეებს,შევქმნა და ორგანიზება გავუკეთო რესურსებს,რათა სწორი მიმართულება მივცე მოსწავლეებს . ვიმედოვნებ, მიღებული ცოდნა დამეხმარება სწორად წარვმართო გაკვეთილი სკაფოლდინგის პრინციპით, რათა მოსწავლეებმა შეძლონ სწავლის პროცესში თვითრეგულაცია . ამავე მოდულით მივიღე რეფლექსია ჩემს სასწავლო პროექტზე სრულად,რათა საბოლოო ცვლილებები შევიტანო მასში.
მადლობა ტრენინგის ორგანიზატორებს და ჩვენს ტრენერს-გვანცა სალიას.
დღე-7
მოცემული მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.
არსებულ დავალებებზე უკუკავშირი,რჩევები დამეხმარება გავაუმჯობესო ,მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუში და შეფასების სტრატეგიები,ყველა მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინებით.
დამეხმარება მომავალში ასევე ხელი შევუწყო მოსწავლეებს თვითრეგულირების უნარის განვითარებაში,სასწავლო პროექტის მოდიფიცირებაში.თემისთვის საჭირო ფასილიტაციის მასალების მომზადება-დაგეგმვაში და ასევე რეფლექსიის გაკეთებაში.
გავიხსენე ბლუმის ტაქსონომია და მისი მორგება არსებულ თემასთან.
ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკული და თემატური მოდული იყო ,რათა შევძლო პროექტის კარგად მომზადება.
среда, 23 марта 2016 г.
დღე-6
მომეწონა დღევანდელი მოდული,,მოსწავლეთა პროექტების შეფასება",რომელიც დამეხმარება :
ჩემი შეფასების გეგმისთვის საჭირო იდეების მოკრებაში.
გამოვავლინე კომპონენტები,რომლებიც ასევე ხელს შეუწყობს მოსწავლის წარმატებას.
გავიგე თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკუკავშირის გამოყენება.პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის შეფასების ფორმის შედგენა,რომელიც დამეხმარება შეფასების დანიშნულების განსაზღვრაში:
განვმეორდები და დიდ მადლობას გადავუხდიდი ტრენერს შინაარსიანი და პრაქტიკული ტრენინგისათვის
მომეწონა დღევანდელი მოდული,,მოსწავლეთა პროექტების შეფასება",რომელიც დამეხმარება :
ჩემი შეფასების გეგმისთვის საჭირო იდეების მოკრებაში.
გამოვავლინე კომპონენტები,რომლებიც ასევე ხელს შეუწყობს მოსწავლის წარმატებას.
გავიგე თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკუკავშირის გამოყენება.პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის შეფასების ფორმის შედგენა,რომელიც დამეხმარება შეფასების დანიშნულების განსაზღვრაში:
- რა ცნებები,უნარ-ჩვევები და ცოდნის ფლობა უნდა შევაფასო?
- როგორ უნდა შევაფასო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები?
- 21-ე საუკუნის რომელ უნარ-ჩვევებს შევაფასებდი?
გავეცანი პედაგოგიურ პრაქტიკას,მოსწავლეთა ჩართვას შეფასების პროცესში,ამით მათ განუვითარდებათ სწავლის პროცესის კონტროლის უნარის შეგრძნება და თავს წარმატებულ მოსწავლეებად იგრძნობენ.
ჩავინიშნე ,თუ რა სიახლეებს შევიტან მოსწავლის სავარაუდო ნაშრომში,ვინაიდან შესაძლებელია მოსწავლეები იმავე სირთულეებს შეხვდნენ,რაც მე მქონდა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნის დროს.
განვმეორდები და დიდ მადლობას გადავუხდიდი ტრენერს შინაარსიანი და პრაქტიკული ტრენინგისათვის
среда, 16 марта 2016 г.
დღე-5
დღეს საკმაოდ პრაქტიკული და ნაყოფიერი დღე იყო,ვინაიდან გავეცანი:
- სასწავლო ნიმუშის შექმნას.
- ინტერნეტის გამოყენებას სასწავლო მიზნებისათვის,კერძოდ სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.
ვიმუშავე Powerpoint-ში მოსწავლის ნიმუშის შექმნაზე გავიაზრე თუ რამდენად დამეხმარება მოსწავლის ნაშრომის ნიმუშის შექმნა პროექტის ფარგლებში ჩემი მოლოდინების გამოკვეთასა და სასწავლო პროცესის დაგეგმვაში.
მიღებული ცოდნით პროექტის გეგმაში, საჭიროებიდან გამომდინარე შევიტან საჭირო ცვლილებებს.
მოსწავლის
პოზიციიდან დანახული სავარაუდო ნაშრომის შექმნა დამეხმარება, განვსაზღვრო, რამდენად შეეფერება პროექტის მოთხოვნები მოსწავლეების
საჭიროებებსა და ინტერესებს. ასევე, გავარკვევ სწავლებისთვის საჭირო რესურსების ხელმისაწვდომობის საკითხს, განვსაზღვრავ შინაარსსა და აქტივობებს.
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი დამეხმარება:
- მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვების პასუხის გაცემაში.
- უზრუნველყოს შერჩეული ტექნოლოგიური ინსტრუმენტები სწავლის გაძლიერებაში, პროდუქტიულობის გაზრდასა და შემოქმედებითობის წახალისებაში. მადლობა ჩვენს ტრენერს საინტერესო დღისთვის.
пятница, 11 марта 2016 г.
მე-4 დღე
დღეს განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმა და თუ როგორ გამოვიყენებ ამ მეთოდებს ჩემს თემაში.
დღეს განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმა და თუ როგორ გამოვიყენებ ამ მეთოდებს ჩემს თემაში.
შეფასების სტრატეგიების განხილვისას, გავიხსენეთ ინფორმაცია პროექტების შეფასების გვერდიდან, რათა გაგვიადვილდეს პასუხები შემდეგ შეკითხვებზე.
- რა არის შეფასების მიზანი?
- რა მეთოდებია მისაღები ამ მიზნის შესრულებისთვის?
- რომელი ინსტრუმენტია ყველაზე ეფექტური?
- როდის გამოვიყენებ შეფასების შერჩეულ მეთოდებსა და ინსტრუმენტებს?
- როგორ გამოვიყენებ მიღებულ შედეგებს?
შევადგენეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა ჩვენი თემის ფარგლებში,რომელიც გვაჩვენებს შეფასების
გამოყენებულ ფორმებს პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, პროექტის მსვლელობის
დროს და პროექტის დასრულების შემდეგ:
გავეცანით,თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით?
- როგორ გამოვიყენო ინტერნეტი სწავლის/სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად?
- როგორ უზრუნველვყო ინტერნეტის ადეკვატურად და პასუხისმგებლობით გამოყენება?
გავითვალისწინებ მიღებულ ცოდნას,რჩევებსა და მეთოდებს უკუკავშირისათვის,რომელიც შემოქმედებითი პროცესის აუცილებელი და მნიშვნელოვანი კომპონენტია.
მადლობა მინდა გამოვთქვა ტრენერის -გვანცა სალიას მიმართ,რომელიც ასე ღრმად და გასაგებად გვაწვდის მასალას.
вторник, 8 марта 2016 г.
3 დღე
დღეს გავაკეთეთ მიმოხილვა და გასწორება ჩვენი დავალებების(შაბლონის შექმნა).შემდეგ გადავედით ტრენინგის მნიშვნელოვან ნაწილზე-მოდული 2 :სასწავლო პროექტის დაგეგმვა,სტანდარტების გათვალისწინება,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება,რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას.
ვთვლი რომ მივიღე სათანადო ცოდნას რასაც კიდევ მეტად გავაღრმავებ პრაქტიკაში.
დღეს გავაკეთეთ მიმოხილვა და გასწორება ჩვენი დავალებების(შაბლონის შექმნა).შემდეგ გადავედით ტრენინგის მნიშვნელოვან ნაწილზე-მოდული 2 :სასწავლო პროექტის დაგეგმვა,სტანდარტების გათვალისწინება,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება,რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას.
ვთვლი რომ მივიღე სათანადო ცოდნას რასაც კიდევ მეტად გავაღრმავებ პრაქტიკაში.
пятница, 4 марта 2016 г.
დღე-2
დღევანდელი ტრენინგი საკმაოდ შინაარსიანი და ნაყოფიერი იყო.
მიღებულ ცოდნას ვფიქრობ მეტად გავაღრმავებ და გამოვიყენებ პრაქტიკაში.
ასევე დიდი მადლობა ტრენერს-გვანცა სალიას, რომელიც ძალიან კარგად და გასაგებად გვაწვდის მასალას.
დღევანდელი ტრენინგი საკმაოდ შინაარსიანი და ნაყოფიერი იყო.
- გავეცანი და მოვისმინე პუბლიკაციების მომზადება,მისი ტექნიკურად გამოყენება.რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია.
- ასევე განვიხილეთ პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი.
- საინტერესო იყო ასევე პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების შესახებ.
მიღებულ ცოდნას ვფიქრობ მეტად გავაღრმავებ და გამოვიყენებ პრაქტიკაში.
ასევე დიდი მადლობა ტრენერს-გვანცა სალიას, რომელიც ძალიან კარგად და გასაგებად გვაწვდის მასალას.
დღე -1
ტრენინგი შინაარსიანი და კარგი იყო,ვინაიდან საჭირო და პრაქტიკაში გამოსაყენებელი მასალა იყო წარმოდგენილი.პირველი დღისთვის სათანადოდ განვვითარდით,გავეცანით ინტელის პროექტების შექმნას,21 საუკუნის უნარ-ჩვევებს,პროექტის გეგმის შექმნას,ის თუ რამდენად ორიენტირებულია მოსწავლეზე პროექტით სწავლება,ასევე პრაქტიკაში google.drive-ის გამოყენებას.
მე ვფიქრობ რომ მიღებული ცოდნა ნამდვილად დამეხმარება პრაქტიკის გაუმჯობესებაში.ტრენერიც-ქალბატონი გვანცა სალია,ღრმად და კარგად გვაწოდებდა სათანადო მასალასა და ცოდნას.
Подписаться на:
Сообщения (Atom)